ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 4 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.79%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 251 748-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 98, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 31, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58, კახეთი – 48, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 109, აჭარაში – 184, იმერეთში – 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში – 231, აჭარაში – 45, იმერეთში – 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში – 107, აჭარაში- 6, იმერეთში – 14. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 200, ხოლო აჭარაში – 126.
სულ 6 ოქტომბრიდან – 3 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 438 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 132 პირი, აჭარაში – 759, იმერეთში – 1 541″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.