დიახ, კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას, – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დორექტორი, ეკა გიგაური ნიკა მელიას განცხადებას, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
„იმის გამო, რომ ნიკა მელიას შეწყვეტილი არ აქვს სადეპუტატო მანდატი, საუბარია ჯერჯერობით დეპუტატზე, რომელიც არ შეიძლება პროკურატურამ ისე დაიბაროს, რომ შესაბამისი პროცედურები არ გაიაროს. რაც შეეხება გირაოს, დიახ, კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელია დაიბარეს.
„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე.