“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის ორ და კიდევ ერთი სოფლის სკოლაში, თითოეულში ერთს, სულ სამ პედაგოგს, კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ისინი სკოლაში ჩვეულებრივად ასწავლიდნენ. აღმოჩნდა, რომ კოვიდის უსიმპტომოდ მატარებელი იყო სამივე.
_ შიში გვაქვს, გაგვიგეთ ეს ამბავი. სკოლების ისევ დაკეტვა არ გვინდა, – გვითხრა რამდენიმე მშობელმა.
„გურია ნიუსი“ , აღნიშნულის თაობაზე ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს ესაუბრა:
_ დიახ, იყო ასეთი ფაქტი, თუმცა, მჭიდრო კონტაქტი არ ყოფილა. ასეთად ითვლება ბოლო კონტაქტი, თუ 48 სათით ადრე იყო. როცა ტესტი გაიკეთეს და უსიმპტომო აღმოაჩნდათ, მერე სკოლაში არ უვლიათ. რაკი შაბათ-კვირაც იყო, ორშაბათიდან სკოლაში არ უვლიათ და დანარჩენი პედაგოგების გატესტვაც არ მომხდარა. ზოგადად, ყველა ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, მითითებისამებრ, იყვნენ იზოლაციაში და არ გამოვიდნენ სახლიდან, _ გვითხრა ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა.