ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 544 ადამიანს დაუდასტურდა, 469 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 244 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 255 385, გარდაიცვალა 3 311 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 094. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.