,,სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა“, _ ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook – ზე წერს, რომლითაც თანაპარტიელის, ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა. რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობას.
,,პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის:
1. სახელმწიფო ავტომანქანა;
2. დაცვა;
3. 700 ლიტრი ბენზინი;
4. რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა.
ლევანმა, რა თქმა უნდა, ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ, ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა, მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ, გვინდა იცოდეთ – ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
როგორც დეპუტატმა ლევან იოსელიანმა, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, ვიცე-სპიკერობა არ არის ის, რის გამოც ის პარლამენტში შევედა და პრივილეგიებით სარგებლობს არ აპირებს. კერძოდ, მანქანით, ბენზინით, სატელეფონო ხარჯით და ა.შ
“არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება. მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, 4 თებერვალს, ლევან იოსელიანი პარლამენტში ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერად აირჩიეს.