“რესპუბლიკელები” აპირებენ, შევიდნენ პარლამენტში, რათა უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია “ფეისბუქზე” წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებების შესრულება უნდა დაიწყოს.
„1. ოპოზიცია არ შედის პარლამენტში;
2. ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა დანაპირები 0% ბარიერი სრულად პროპორციული და 120/30 იყო ოპოზიციის კომპრომისი;
3. 120/30 კომპრომისული არჩევნები გააყალბა მის სასარგებლოდ;
4. აგრძელებს პოლიტიკურ დევნას: მელია, მელაშვილი, ილიჩოვა და სხვები.
5. დღეს მისი მხრიდან ვალდებულების შესრილების დროა და წარმოადგინოს რეალური საკონსტიტუციო ცვლილებები, უბარიერო სისტემით და ამ გზით გაუჩინოს მომავალი ამ ქვეყანას. ეს მისი ვალდებულებაა;
დაბარჩენზე ოპოზიციაში ვიმაჯელებთ“, _ წერს კორძაია ფეისბუქზე.