„ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ორ პიროვნებასთან ერთად სუფრასთან ზის.
სამხარაძის თქმით, ეს ორი პიროვნება ყირგიზია.
„ვუყურებ ამ შარლატანს და ცნობილი აფერისტი, ვიქტორ ლუსტიგი მახსენდება!
კაცი, რომელმაც თაღლითურად ორჯერ გაყიდა ეიფელის კოშკი.
ჩვენი დორბლიანი რეფორმების აფიორითაა დაკავებული. უკვე ხომ ააშენა საქართველოში ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი მსოფლიოში “ლაზიკა”, უკრაინაში კი ნიუ პოლტავა სიტი _ მსოფლიოში ყველაზე დიდი მეგაპოლისი!
რეფორმები? ყველა რეფორმა პროქტოლოგიური სიზუსტით ჩამოარაკრაკა! ეხლა, ყირგიზეთს აბოლებს, აგაშენებთო.
ჩვენ გაგვექცა, უკრაინელებს ეპარება, ყირგიზელებს ვერ გამოასწრებს! დაპეპლავენ! მაინც არიფი აფერისტია _ ეს ვერც მივა ფერდინანდ დემარამდე, რომელსაც ერთი თაღლითობაც ვერავინ დაუმტკიცა! ლუსტიგის პატენტია!“, _ წერს დიტო სამხარაძე ფეისბუქზე.