“ნახევრად ფეხმძიმე ქალი არ არსებობს. ან არის ფეხმძიმე, ან არ არის” აცხადებს “ლეიბორისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა. მისი თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია, დეპუტატებმა იქ შესვლაზე უარი თქვეს და: “ახლა გაუგებარია შევალ, ღილაკს მივაჭერ ხელს, მერე გამოვალ გარეთ, ნინიას ბაღი ხომ არ არის არა?!” , _ ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ ფორმულას ეთერში “რესპუბლიკელების” მზადყოფნა, კენჭისყრისთვის შევიდნენ პარლამენტში.
გუგავას თქმით, რესპუბლიკელების ეს განცხადება “გამოწვეული იყო ქალბატონი სამნიძის მეტად პოზიტიური, ემოციური დამოკიდებულებით დაბალი ბარიერის მიმართ”
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ამჯერად უბარიერო 0%-იანი საარჩევნო სისტემის შეთავაზებით ახალი სატყუარა გადაუგდო ოპოზიციას იმისთვის, რომ როგორმე პარლამენტში შეიტყუოს.
იგივე მოსაზრება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, რომლებისთვისაც “რესპუბლიკელების” დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჩვენ მომავლის კენჭისყრაზე ვამბობთ, რომ უარის თქმა გაუჭირდება ყველა პარტიას _ განმარტა ხათუნა სამნიძემ “მთავარი არხის” ეთერში თავისივე განცხადება, ხოლო პარტიის მეორე ლიდერი თამარ კორძაია საკითს “ფეისბუქით” გამოეხმაურა.