კორონავირუსს გურიაში კიდევ 1 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა გვითხრა, სოფელ მამათის მცხოვრები ქალი ოზურგეთის კლინიკაში გარდაიცვალა.
„ქალბატონი იწვა ოზურგეთში. გუშინ სოფლის რწმუნებული დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ ეპიდვითარებას სულ დადასტურებულია 1493 შემთხვევა, გამოჯანმრთებულია 1464 ადამიანი, გარდაცვლილია 16. აქტიური შემთხვევაა 13.