“ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ფაქტობრივად, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ სამი საკითხის განხილვა უნდოდათ.
„ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია შეკრებილი, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ მიშას თამაშს თამაშობს. კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშით თამაშიო, მაგრამ განწყობა იყო ზოგადად ეს, სადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ გვქონდა სამი საკითხი, რომლის განხილვა გვინდოდა და ეს სამი საკითხი იყო ისეთი, რომელზეც თუ მსჯელობა დაიწყებოდა, ეს საკითხები იყო სამართლიანი. ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ გადადიან სხვა „მოუდზე“.
სამი საკითხი იყო, მოგყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც საერთოდ პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხია, რომ ვიძახით არჩევნები გაყალბდა და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, თქვენ იცით, რომ პარლამენტში ჩვენი პირობების გარეშე არ შევდივართ. ამიტომ, ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით მტკიცებულებას და გვექნებოდა პოზიცია ფასილიტატორებთან. ასევე ვერ მივიღეთ პასუხი მესამე საკითხზე, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ. რა გეგმა არსებობდა ასეთ შემთხვევაში და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. რადგან იცით, რომ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკა მელიას, რა იქნებოდა ის ღონისძიება, რაშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი. ფაქტობრივად, გაუსაძლისი გახდა ჩვენი მონაწილეობა, გამოცხადდა შესვენება.
როდესაც ვსაუბრობდით, რომ ეს იყო მიშას თამაში და ვეკითხებოდით სხვადასხვა მონაწილეს, ხალხნო, თქვენ მართლა გინდათ მიშას თამაშში მონაწილეობა, რადგან ნიკა მელია პოლიტპატიმრად ყველაზე მეტად აწყობს მიხეილ სააკაშვილს, მას არ აწყობს ასევე პროპორციული ბარიერი და მას არ აწყობს სიყალბეზე სერიოზული საუბარი, მართლა გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, გაწიროს ნიკა მელია ციხისთვის და ის იყოს ციხეში. არ ვიცი, სავარაუდოდ, ნიკა მელია თვითონ დაეთანხმა ამას და თვითონ თვლის, რომ მე ვიღაცის სათამაშოდ ჩავთვალე. თვითონ გეგმის კურსში იყოს, არ ვიცი. ვახო მეგრელიშვილმა დასვა ის სამი შეკითხვა, ვინაიდან არც ერთზე პასუხი არ არსებობდა, შესაბამისად… დესტრუქციული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, სხვა პატარა პარტიებიც ბანივით ამას ყვებოდნენ. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ კახა კუკავამ თქვა, მათამაშეთ კაცო, მე მიშას თამაში მინდაო. მაგალითად, ხათუნა სამნიძემ გამოგვიცხადა სოლიდარობა და თქვა, რომ ასე ქცევა არ შეიძლებოდა. ხათუნა სამნიძესთან და ასეთ ნორმალურ ადამიანებთან გავაგრძელებთ ნორმალურ ურთიერთობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, „გაეთიშა თუ არა „გირჩი“ ფორმატს“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „ასე გამოდის“.