ურეკის პოლიციაში ცვლილებები გრძელდება.
პოლიციის უფროსი ამირან ჩუტკერაშვილი გურჯაანის კრიმინალური პოლიციის უფროსად გადაიყვანეს.
ცნობისთვის, აღნიშნულ თანამდებობას ამირან ჩუტკერაშვილი 2-ჯერ იკავებდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საგარეჯოში სამუშაოდ ჩუტკერაშვილი გურიიდან ახლახან გადასულმა კახა მურადაშვილმა გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ და როგორც გვითხრეს, გადამოწმების შემდეგ დაგვიკავშირდებიან.