“პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება“ – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, სადაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს აპროტესტებს.
“პარლამენტში კიდევ ერთი სირცხვილის ფურცელი იწერება. ვხედავთ, რომ ის ხალხი, ვინც გავრილოვის წინააღმდეგ იბრძოდა _ გიორგი რურუა და ნიკა მელია, იდევნებიან. ეს ივანიშვილის და რუსეთის დაკვეთაა. ამ დევნაში დღეს მონაწილეობას იღებს პარლამენტი და ის დეპუტატები, რომლებიც აქ სხედან. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მელიას მანდატი შეუჩერდეს, ამით ისინი თავს ჩიხში ჩაიგდებენ და მაღალ პოლიტიკური ფასად დაუჯდებათ მელიას დაკავება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.