ოზურგეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა დადასტურებული.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა განუცხადა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო სააგენტო მუშაობას არ შეაჩერებს.
„სოციალურ სააგენტოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 8 შემთხვევა. ნაწილი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეებში, ნაწილი მუშაობს სახლიდან დისტანციურ რეჟიმში. შევთანხმდით, რომ რამდენიმე ადამიანი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი იმორიგევებს. სამსახურის ფუნქციონირება ამის გამო არ არის შეჩერებული“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.