გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვითარება საყურადღებოა.
„ვითარება საყურადღებოა რადგან მზარდია ინფიცირების დინამიკა არამარტო მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, არამედ თვითონ მოსახლეობაში. ამიტომ განსაკუთრებულ კონტროლზე ვაპირებთ, რომ ავიყვანოთ სკოლები მონიტორინგის სახით და გარდა ამისა, ჯანდაცვის ცენტრმა დაგეგმა გასვლითი ტესტირებები. ეს შეეხება სავაჭრო ცენტრებს, სამკერვალო ფაბრიკებს თუ ცეხებს. ყველა საწარმოს, სადაც დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. გრაფიკი შემუშავებულია და ხვალიდან ვიწყებთ ამ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.