,,მონებო ვერ გამასამართლებთ. მონა ვერ გასამართლებს ვერც ერთ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს”, _ ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის კომიტეტების მიერ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართვის მხარდაჭერას.
ნიკა მელიას თქმით, დღეს “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს ყველა დამონებული ჰყავს.
“ეს მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. ჩიგოგიძე, მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, მურუსიძე, ესენი არიან, არასდროს ვიყენებდი ამ ფრაზას – არიან უსიტყვო მორჩილებაში. ახლა უნდა ვთქვა, ესენი არიან – მონები. მონებო ვერ გამასამართლევბთ. მონა ვერ გასამართლებს ვერცერთ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეს. ივანიშვილის მარიონეტები ვერ დამიჭერენ. მეტიც, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ. ივანიშვილი სხვისი მონაა. აი, ესე მატრიოშკაში ხართ: მონა, მერე პატარა მონა, მერე უფრო პატარა, ვერ გამასამართლებთ”, _ განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.