ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც მთავარი აცხადებს, ჯერჯერობით. უცნობია. რას უკავშირდება მათი მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტიის ოფისი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზასთანაა ახლოს. სადაც სამართალდაცველები ავტობუსებით შედიან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში კი ოპოზიციის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.