ტელეკომპანია “ფორმულას“ ეთერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები დაიცავენ ნიკა მელიას.
“იგივეს ვაპირებთ, რასაც ვაპირებდით — ჩვენ დავიცავთ ნიკას ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს არ არის ახლა მარტო ნიკას გარშემო არსებული უსამართლო საქმე. ახლა საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ღირსებას და ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ადამიანის ღირსებაზე გადის ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ მოსამართლემ, რომელიც არის ჩინჩალაძის კლანის მონა, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დავალება. ამიტომ წყნარად, მშვიდად ჩვენ ვიქნებით ნიკას გვერდზე, არავინ აპირებს არც წასვლას, არც დაშლას და რავიცი, თუ უნდათ მოვიდნენ და მთავარი ოპოზიციური ძალის შენობა აიღონ შტურმით”, — თქვა დეკანოიძემ.