მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ კი ვდგავართ სიმართლეზე. ბიძინა ივანიშვილო და გავრილოვო თავისუფლების იდეა არ სამართლდება და არასოდეს გასამართლებულა.
ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია, თქვენ ის ჯაჭვი გაწყვიტეთ, რომელიც გეგონათ რომ ძალიან მყარი იყო. მე საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ვულოცავ, რადგან დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, არამედ სულიერადაც გავიმარჯვეთ, რადგანაც ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ბრძოლის შედეგად თავისუფლება მოეპოვებინათ. აქ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე არის. წაშლილია ყოველგვარი პარტიული პოლიტიკა, დასრულდა,” – განაცხადა ნიკა მელიამ.