სენაკში კორონავირუსით კიდევ ერთი მოსწავლე დაინფიცირდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მე-12 კლასელს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა.
სკოლა, რომელშიც ინფიცირებული სწავლობდა, საგანმათლებლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ცნობისთვის, სენაკში საკლასო ოთახებში სწავლა იანვარში განახლდა. მას შემდეგ, მუნიციპალიტეტში სულ, 20-მდე მოსწავლე და რამდენიმე მასწავლებელი დაინფიცირდა.