რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლსინიმა და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მისკმა ერთობლივი წერილი გამოქვეყნეს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების ეხება.
კონგრესმენები ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსმოუწოდებენ პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს და საკითხი დიალოგის გზით, მშვიდობიანად გადაწყვიტონ.
“თბილისში პოლიტიკური დააძაბულობის ესკალაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატპულ განვითარებას, რომილის მისაღწევად ქართველი ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების მშვიდობიანად გადაწყვიტავს. ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, რომლეიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და მრავალპარტიულ სისტემას, მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასევე რეგიონის სტაბილურობისთვის”, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო.