კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს,_ ასეთი საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მიმართა.
ცენტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო, რის შემდეგაც თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ძნელაძემ უპასუხა Humanrights.ge-ს კითხვებს:
რატომ დაიქვითა სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარება, რა იყო მიზეზი? რამდენად მასშტაბური იყო ეს პრობლემა? მსგავსი საჩივრით ასოციაციასაც ხომ არ მიმართეს დაზარალებულებმა?
როგორ მოგვარდა პრობლემა და რა კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს?
ინტერვიუს ლინკი:
http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=20329&lang=eng