ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა.
„ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი-ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“,_ აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.