თბილისის მერმა, ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შეფასებისას თქვა, რომ ქვეყანაში რადიკალიზმი და რადიკალიზაცია უნდა დასრულდეს.
” საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ, ოკუპაციის ასი წლის თავზეც გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში,_ აღნიშნა კალაძემ.