აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური პრესის ბრიფინგი საქართველოზე საუბრითა და ნიკა მელიას საქმით დაიწყო – ქვეყნის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ “ცენტრალური სადაზრვერვო სააგენტოს” (CIA) ყოფილმა წევრმა და დეპარტამენტის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნედ ფრაისმა, ისაუბრა.
“დღეს საქართველოთი ვიწყებთ. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრების გამო. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, შეძლონ დეესკალაცია, მთავრობამ კი უნდა დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, თავისუფლება და კანონიერება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენისგან. აშშ მხარს დაუეჭერს დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას. გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას”, – თქვა ფრაისმა.