დღეს დილით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.
27 წლის გურამ ვაშაკიძე და 30 წლის ნიკო ტასოევი ამჟამად ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის განყოფილებაში იმყოფებიან.
,,დღეს დილით, 9 საათსა და 15 წუთზე დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდა შემოიყვანეს. ნიკო ტასოევს მკერდის ძვლის მოტეხილობა აქვს, გურამ ვაშაკიძეს- ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მაჯის სახსრის ამოვარდნა, თავის ტვინის შერყევა და ჭრილობები თავისა და კიდურების არეში. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია, შემდგომში მკურნალობას საჭიროებენ“,_ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბრისას ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რეანიმაციისა და ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, ეთო სტურუამ.