ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო, ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ასევე განცხადებაში წერია, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის შტაბის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება არ შეესაბამება დემოკრატიულ პროგრესს.
“როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის შტაბის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება არ შეესაბამება დემოკრატიულ პროგრესს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, მოხადინოს კრიზისის დეესკალაცია და კვლავ დათანხმდეს დიალოგს და არა აგრესიას” – წერია განცხადებაში.
განცხადების ავტორები კომისიის ლიდერები: ალსი ჰასტინგსი, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი არიან.
ცნობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.