“საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა კი გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე, ხოლო მეორე დაადანაშაულოს”, – ამის შესახებ განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა, იულიუს საბატაუსკასმა, რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.
ლატვიაში დაგეგმილი ვიზიტის წინ ჟიგიმინტას პავილიონისისგან განმარტებები ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერებმა მოითხოვეს.
„თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა.
პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს
ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: “პავილიონისის პოზიცია ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს”