ჩოხატაურში 1-ელ საჯარო სკოლაში კორონავირუსით 12 მოსწავლე დაინფიცირდა.
როგორც სკოლის დირექტორი ხათუნა წილოსანი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია მე-2, მე-4, მე-6, მე-8, მე-10, მე-11 კლასებში.
კითხვაზე სკოლაში არის თუ არა კორონავირუსის შიდა გავრცელება, წილოსანი გვპასუხობს:
„ვერ გეტყვით. ბავშვები რომ მოდიან, ვისაც სიცხე აქვს ვუშვებთ სახლში და მერე უდასტურდებათ კორონავირუსი“.
ერთ სკოლაში 12 მოსწავლის დაინფიცირება ნიშნავს თუ არა ვირუსის სკოლის შიგნით გავრცელებას,_ ამის გასარკვევად ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 18 თებერვალს გადავიდა. ინფიცირებული მოსწავლეებიდან რამდენიმე 1 ოჯახის წევრია.
„ინფიცირების 12 შემთხვევა სკოლაში 1 დღეში არ გამოვლენილა. ამ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახია და არა სკოლა“,_ გვითხრეს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.