ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულებს შორის ლანჩხუთის „მედალფას“ პერსონალია.
კორონავირუსით ინფიცირება დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა, ინფიცირებულებს შორის არის ექიმი და საშუალო მედპერსონალი.
„მედალფაში“ ინფიცირების 3 შემთხვევა წინა დღესაც გამოვლინდა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა თანამშრომლებს შორის ვირუსის გავრცელებას,_ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი შემდეგ პასუხს გვაძლევს:
„კოვიდკლინიკაა. შიდა გავრცელება თანამშრომლებს შორის რამდენად არის რთული სათქმელია. შეიძლება პაციენტებისგან მომდინარეობს, ზოგის ინფიცირების წყარო შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს სამედიცონო დაწესებულებას. ეს არ არის ინფიცირების პირველი ფაქტი სამედიცინო დაწესებულებაში“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.