სამტრედიაში, დაფნარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთელი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მცხოვრები ზვიად თავართქილაძეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
27 წლის გურამ ვაშაკიძე და 30 წლის ნიკო ტასოევი ამჟამად ჯეოჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ემერჯენსის განყოფილებაში იმყოფებიან.