სომხეთში ოპოზიცია მთავრობის შენობაში შეიჭრა.
BBC-ის ინფორმაციით, სომეხი ოპოზიციონერი დემონსტრანტები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის გადადგომისკენ მოუწოდებენ, შეიჭრნენ დედაქალაქ ერევანში მთავრობის შენობაში და მიტინგი გამართეს იქ.
ცნობისთვის, გასულ კვირას პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა გააფრთხილა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ. ოპონენტები მას ადანაშაულებენ აზერბაიჯანის მიერ სადავო რეგიონში დამარცხებაში.
გასულ წელს მთიან ყარაბაღში ბრძოლების შემდეგ რუსეთის ჩარევის შედეგად მხარეები დაზავდნენ.
ერევანში ოპოზიციურმა აქტივისტმა თქვა, რომ შეტევამ აჩვენა, რომ “ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მთავრობის ნებისმიერ შენობაში”.
არსებული ინფორმაციით, შენობაში, სადაც აქტივისტები შეიჭრნენ რამდენიმე სამინისტროა განთავსებული.