საქართველოს რკინიგზა ხანძართან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს:
„შემთხვევა მოხდა ისანში, საქართველოს რკინიგზის თბილისის საკვანძო სადგურში. აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“,_ ნათქვამია განცხადებაში. (R)