როგორც დარაზმულად მოვიდნენ და დააპატიმრეს ნიკა მელია, ასე დარაზმულად დაეწყონ და გამოუშვან!, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, მოლაპარაკებას უნდა დაესწროს ნიკა მელია.
“ვერანაირი მოლაპარაკება ვერ იქნება ლეგიტიმური, თუ იმ მოლაპარაკებას არ დაესწრება მელია.
ღარიბაშვილი კი, ნუ „ევაჟკაცება“ მოსახლეობას და არც თავების თვლით კეთდება პოლიტიკა ქვეყანაში.
ყველაზე მძიმე საყურებელი მაინც ის არის, რომ „ოცნების“ ჩინოვნიკთა დიდი ნაწილისთვის მონობა გაცილებით მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა.
მათ ისე გაუტკბათ საკუთარი პრივილეგიებით ტკბობა, ადამიანის დაპატიმრებაც კი ქეიფით აღნიშნეს“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.