ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში გამოვლენილის კორონავირუსის 1577 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1492, გარდაცვლილია 16, აქტიურია ინფიცირების 69 შემთხვევა.