ქალს სურს იგრძნოს, რომ ის უყვართ – როცა ქალი გრძნობს, რომ ის უყვართ, თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძობს. ეს განცდა ბედნიერებას ანიჭებს. როცა ქალი საყვარელი მამაკაცისგან სიყვარულს გრძნობს, ის ყველაზე მშვიდი ადამიანია სამყაროში.
ქალს სურს იგრძნოს, რომ ის დაცულია – მას სურს საყვარელი მამაკაცის გვერდით თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს. ის მზრუნველია და სურს, რომ სხვაც ზრუნავდეს მასზე. ქალს სურს დაეყრდნოს მამაკაცის ძალას, გაანდოს მას საიდუმლოები, მოუყვეს პრობლემების შესახებ და იგრძნოს საყვარელი ადამიანისგან მხარდაჭერა.
ქალს სურს, რომ საყვარელ ადამიანს ესმოდეს მისი – ესმოდეს, თუ რატომ არის ზოგჯერ ასეთი ემოციური, რატომ აწუხებს ესა თუ ისე საკითხი. ესმოდეს, რომ ზოგჯერ მარტო უნდა დარჩენა, რომ პირადი სივრცე სჭირდება.
ქალს სურს, რომ საყვარელი ადამიანი ზრუნავდეს მასზე – ის ყოველთვის ზრუნავს საყვარელ ადამიანზე და საპასუხოდაც იგივე სურს. მას სურს, რომ ხედავდეს როგორ ენდობით, რომ შეგიძლიათ მთელი თქვენი ცხოვრება ანდოთ.
ქალს სურს გრძნობდეს, რომ სექსუალურად სასურველია – მას უნდა, რომ ხედავდეს რამდენად სასურველია თქვენთვის როგორც ქალი, რომ გიზიდავთ და გხიბლავთ ის და რომ სექსუალურად სასურველია.
ქალს სურს ხედავდეს, რომ პარტნიორი სიყვარულს ღიად გამოხატავს– რომ არ მალავს მის მიმართ ემოციურ დამოკიდებულებას. ქალს მოსწონს, როცა ხედავს, როგორ აფასებთ. ამიტომ ხშირად უთხარით, თუ როგორ შეცვალა მან თქვენი ცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის.