დღეს ნოდარ მელაძის „შაბათში“ ბერას, ანზორ ჩუბინიძეს და პრემიერს შორის გამართული საუბარის ჩანაწერი გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად, ადამიანების ქუჩური წესებით დასჯას ითხოვს იმის გამო რომ მისი კომენტარები არ მოეწონა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ აღნიშნულ ჩანაწერს „კაგებეშნიკურად“ დამონტაჟებული უწოდა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში. სხვადასხვა ჩანაწერებიდან ამოკრეფილია “წითელი პრესის” ფრაზები და „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს ამ მიმართულებით“, _ განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები,რომელიც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის, დასაგმობია.