გორში, სამართალდამცველებმა 21 წლის გ.ნ-ს ცხედარი იპოვეს, რომელსაც 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ.
ფორმულას ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადასვენებულია და მას გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.
ინფორმირებული წყარო ყვება, რომ ის გორიჯვარზე ერთ-ერთ ხევში ნახეს და მის ცხედარს ფოთლები ფარავდა. შსს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.