იტალიაში მყოფმა 7 წლის მარიამ ბოკუჩავამ ქალთა საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მან ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით“ იტალიურად წაიკითხა.
„ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს გილოცავთ ქალბატონებო!
ჩემო ქართველო და იტალიელო მეგობრებო, დაე ურთიერთ თანამშრომლობისა და თანამეგობრობის ხიდი აერთიანებდეს, ჩვენს მისწრაფებებს.
მარიამ ბოკუჩავა, 8 მარტს, ანა კალანდაძის ლექსით – “მოდიოდა ნინო მთებით“, იტალიური ვერსიით გილოცავთ.
მადლობა, ქალთან საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორს, ქალბატონ დანიელა ლოვეჩეს, რომელმაც მარიამს საშუალება მისცა იტალიური საზოგადოების წინაშე წარმსდგარიყო.
ასევე განსაკუთრებული მადლობა იტალიაში მოღვაწე ქართველ ქალბატონს, მთარგმნელს ნუნუ გელაძე“, – წერს სოციალურ ქსელში მარიამის დედა, ხათუნა შარაძე.