“ქართული ოცნების” თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყება აუცილებელია.
“ვინც ეს გადაიღო არის თახსირი და ვინც ეს გაავრცელა ისიც არის თახსირი. ვინც ამის სპეკულაციებს ცდილობს, ისიც თახსირია. ეს ნორმალური ქვეყანა რომ იყოს, ამის გაშვება უნდა ისჯებოდეს. ფარული გადაღებების და ფაბრიკაციების გაშვება უნდა გითხართ, რომ ეს არის სამარცხვინო მოვლენა ტელევიზიისთვის. ცუდი არ იქნება, რომ გამოძიება ჩატარდეს და ვინ ჩაიწერა, რა პირობებში და ვინ დაამონტაჟა ეს დადგინდეს”, – თქვა ვასილ მაღლაფერიძემ.