ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ “რუსთავის 2-ის”, “ტვ.პირველის”,”ფორმულას, “პოსტივის” ოპერატორები.
სხეულის დაზიანება მიიღო “ტვ.პირველის” სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ.
“მთავარის არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.
მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი აპროტესტებს.