სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
კემულარიას თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან, პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა იჯდეს.
„სანამ ოპოზიცია იმაზე მსჯელობს, ღარიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ, მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება.
რადგან იმ მაგიდასთან პირველი სწორედ მელია უნდა იჯდეს!
სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი.
მითუმეტეს, ოპოზიცია უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს, „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.