გურჯაანში, მშობლებს კონფლიქტის დროს, 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ, _ ინფორმაციას “გურჯაანის” ტელევიზია ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ამჯერად, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.