დღეს, 9 მარტს, 22 საათზე გადაცემაში „იმედის“ ფაქტორში ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავა. ამის შესახება განცხადებას ტელეკომპანია “იმედი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ მიერ აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პირველად გამოჩნდება.
ცნობისთვის, 6 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში, საუბარია იმ ადამიანების სხვადასხვა ფორმით დასჯასა და ბოდიშის მოხდის იძულებაზე, რომლებმაც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი/უცენზურო კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების თანახმად, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილი კონსულტაციებს გადის როგორც ანზორ ჩუბინიძესთან, ისე ირაკლი ღარიბაშვილთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების მუხლით დაიწყო.