ამ წუთებში ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატები მიმდინარეობს.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში პოლიტიკურ ვითარებაზე მოხსენება გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეპ ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„საქართველოში ბოლო დროს არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შემაშფოთებელია და ამ ვითარებამ შესაძლოა ძირი გამოუთაროს საქართველოს დემოკრატიას”,_ განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ სიტუაციის დესკალაცია მნიშვნელოვანია.
ბორელმა აღნიშნა, რომ ყველა მხარეს სჭირდება წვლილი შეიტანოს კომპრომისის მიღწევაში.
ბორელმა იმედი გამოთქვა რომ კომპრომისის მიღწევა მალე იქნება შესაძლებელი.
“ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა იყოს. ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან. პროგრესის თვალსაზრისით, ევროკავშირი პრიორიტეტად განიხილავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს”,_ განაცხადა ბორელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 16 მარტს დაგეგმილია შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც უნდა დაესწროს.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა და მე ვიმედოვნებ, ამის შემდეგ პროგრესის მიღწევას“,_ განაცხადა ბორელმა.
ბორელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმის მცდელობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ვიმედოვნებ, მჭიდრო თანამშრობლობით ვიპოვით გამოსავალს“,_ განაცხადა ბორელმა.