ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა სიტყვით გამოსვლისას შემდეგი განცხადება გააკეთა:
„მხარი მინდა დავუჭირო მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც შარლ მიშელი გაუძღვა. მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც პროვოკაციულ ქმედებაზე რეაგირებისას, ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინონ და არაპროპორციულად არ უნდა იმოქმედონ“.
მიქსერმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფარგლებში.
„ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ქართველ მეგობრებს მიმართონ, რომ საჭიროა დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები მსხვერპლად არ იქცეს “, – განაცხადა სვენ მიქსერმა.