“ნაცებო, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე”, _ ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
“ნაცებო, როგორც 2012-ში, ისე დღესაც, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე! გაგაპარტახათ და ფსკერზე ჩაგიყვანათ, ისე ღრმად, რომ ვერასდროს ამოხვიდეთ.
ბერა ნამდვილები ერთად ვართ”, – დაწერა მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეიმედის ეთერში გავიდა ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან, სადაც მან ახლახან გავრცელებული ფარული ჩანაწერის შესახებ ისაუბრა.