კორონავირუსით ლანჩხუთში კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვლა. გარდაცვლილი სოფელ აკეთის მცხოვრებია.
„კორონავირუსის სიმპტომების გამო ჯერ ბათუმში მიმართა კლინიკას, ტესტი გაიკეთა და ინფიცირება არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა. სახლში დაბრუნების შემდეგ კი მდგომარეობა დაუმძიმდა, რის გამოც ქუთაისში წავიდა. ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ვერ გადაარჩინეს. აკეთის მცხოვრები იყო, მაგრამ ჩვენთან არ იწვა“,_ გვითხრა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1646 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1535, გარდაცვლილია 17 ადამიანი.