ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა ინფიცირების 16 შემთხვევა.
„ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 94 შემთხვევა. აქედან ბინაზე 70, კლინიკაში კი 24 ადამიანი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, _ გვითხრა მენაღარიშვილმა.
ინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად კი იზოლაციაში 201 ადამიანი იმყოფება.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1646 შემთხვევა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1535, გარდაცვლილია 17 ადამიანი.