ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 250 ATP ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის და ცოცხალი ლეგენდის, შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში 23 წლის ამერიკელ ჩოგბურთელს, მსოფლიოს 33-ე ჩოგანს ტეილორ ფრიცს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში კანადელი დენის შაპავალოვი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ფედერერთან გამარჯვებამდე მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილზე იყო.
ნახევარფინალები ხვალ გაიმართება, ხოლო ფინალი 13 მარტს ჩატარდება. მეორე ნახევარფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი მეტოქეს ელოდება, რომლის ვინაობასაც ერთმანეთში ავსტრიელი დომინიკ ტიმი და ესპანელი ბაუტისტა-აგუტი რამდენიმე საათში გაარკვევენ.