„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტ გომისმთაზე, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ტერიტორიაზე, რომელიც „ვახტანგას საცივის “ სახელით არის ცნობილი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
_ ბოხვაურელი ახალგაზრდები არიან. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა წასულა. ერთი გაყინულია. უნდა დავეხმაროთ სამაშველო სამსახურს, _ გვითხრა „გზამშენი-18“ის ხელმძღვანელმა, თემურ ჯახვამ.
„გურია ნიუსი“ დეტალებს უფრო ვრცლად, მალე შემოგთავაზებთ.